თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ინტელექტუალური ლიტერატურული თამაში — ,,თსუ-ს თარო” გაიმართა.
პროექტმა სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა ლიტერატურული ცოდნა და ლოგიკური აზროვნება ეჩვენებინათ.
თამაში ორ ეტაპად ჩატარდა. გამარჯვებულ გუნდებს სერტიფიკატებთან ერთად ფულადი პრიზები გადაეცათ.